26 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულისთვის, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად,  „ფსალმუნნი“ გამოიცემა

26 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულისთვის, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ფსალმუნნი“ გამოიცემა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობიდან „პალიტრა L” აცნობეს.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ცოტა ხნის წინ მათ მიერ გამოცემულ „ლოცვანს“ ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, ამჯერად, „ფსალმუნნი“ გამოეცათ. მათივე ინფორმაციით, ამ იდეას ერთჯერადი სახე არ ექნება და სამომავლოდ, სხვა საეკლესიო წიგნების გამოცემაც იგეგმება.

„ეს გამოცემა შედგენილია წესისამებრ, ტრადიციული ფსალმუნის ენით. არის მცირე დეტალები, რომელთა გათვალისწინება კომფორტულს გახდის ჩვენ მიერ გამოცემული „ფსალმუნების“ კითხვას: ყოველ კანონში წასაკითხი „დიდება“ განსხვავებული ზომისა და ფერის შრიფტით არის გამოყოფილი. „დიდების“ ადგილას წასაკითხი ლოცვა მკვეთრად არის გამოყოფილი და ადვილად მისაგნებია ყველასთვის. როდესაც ფსალმუნებს მიცვალებულთა სულის საოხად კითხულობენ, „დიდების“ ადგილას იკითხება მცირე ლოცვა მიცვალებულთათვის: „მოიხსენე, ქრისტე ღმერთო“. დამწყებ მლოცველებს ყოველთვის უჭირთ ხოლმე ამ ლოცვის პოვნა წიგნში, სწორედ ამიტომ, ისიც ცალკე გამოვყავით და შესაბამისი გვერდიც მივუთითეთ,“ - განმარტავენ გამომცემლობაში.

რაც შეეხება ფსალმუნების შეფუთვასა და დიზაინს, ის ისეთივე მაღალხარისხიანია, როგორიც წინა გამოცემა - ტყავის ელვაშესაკრავიანი გარეკანით, რათა ტარებისას არ გაიცვითოს. ასევე მაღალი ხარისხისაა პოლიგრაფია და ქაღალდი, ფურცლები ოქროსარშიიანია.

„ფსალმუნნის“ გამოცემას სიხარულით ხვდებიან, როგორც სასულიერო პირები, ისე მათი მრევლი.

„ფსალმუნნი“ არის უფლისა და ადამიანის საურთიერთობო სივრცე, წიგნი, რომლითაც ადამიანი ღმერთს ესაუბრება. ეს არის იმ ადამიანის დაწერილი წიგნი, რომელმაც განვლო უსასრულო გამოცდილება ცოდვით დაცემიდან უფალთან ამაღლებამდე და საუკეთესო გზა აირჩია უფალთან ურთიერთობის - ამ სიტყვებით ახლაც ადიდებს, ევედრება და ჰმადლობს მას. შესაბამისად, „ფსალმუნნში“ არის ყველაფერი ის, რაც ადამიანს ეხმარება უფალთან მეგობრობაში - დაცემული მდგომარეობიდან ამაღლებისათვის“,-აცხადებს დეკანოზი ლევან მათეშვილი.

„პალიტრა L”-ის ინფორმაციით, „ფსალმუნნი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და მის შეძენას მკითხველი სპეციალურ ფასად - 13 ლარად შეძლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა