რუსეთის საელჩო - აშშ და ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში დაძაბულობის ესკალაციას იწვევენ

აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ ირანზე ზეწოლის ზრდა სპარსეთის ყურეში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ განაცხადა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ ირანზე ზეწოლის ზრდა, კერძოდ კი ე.წ. „მისია, რომლის მიზანი ნაოსნობის თავისუფლების გარანტირებაა“, მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში ასევე აცხადებს, რომ რეგიონში კრიზისის დაძლევა მხოლოდ „რეგიონული უსაფრთხოების ინკლუზიური სისტემის შექმნითაა შესაძლებელი.“

„ამ თვალსაზრისით ოპტიმალური მექანიზმი გახლავთ სპარსეთის ყურეში ჩვენს მიერ 2004 წელს შემუშავებული კოლექტიური უსაფრთხოების კონცეფციის თანამედროვე ტენდენციების მიხედვით განახლება. დოკუმენტი ითვალისწინებს ეტაპობრივ პროგრესს რეგიონული ძალების და სხვა დაინტერესებული მხარეების თანასწორუფლებიან თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსი დიპლომატების განცხადებით, მათ ბრიტანეთის მხარეს კონცეფციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ რუსეთი მზადაა ეს საკითხი ყველა დაინტერესებულ მხარესთან განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ სიტუაცია სპარსეთის ყურეში 13 ივნისს გამწვავდა, როდესაც ომანის ყურეში ორ ტანკერზე აფეთქება მოხდა. ვაშინგტონმა ამაში ირანი დაადანაშაულა, მას მხარი გაერთიანებულმა სამეფომ და საუდის არაბეთმა დაუჭირა, თეირანმა კი ბრალდებები უარყო.

ივნისის ბოლოს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის სპარსეთის ყურეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად კოალიციის შექმნას აპირებდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა