სოფელ გუგუტიანთკარში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები რაზმაძეების ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ

სოფელ გუგუტიანთკარში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები იმყოფებიან. ისინი რაზმაძეების ოჯახის წევრებს, რომელთა სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, გაესაუბრნენ და ადგილზე შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ გაეცნენ.

ამ დროისთვის რაზმაძეების ოჯახმა საოკუპაციო ხაზის მიღმა მოქცეული სახლიდან ლითონის ღობისა და მოაჯირების ბოლო ფრაგმენტებიც გამოიტანა.

სამი დღის განმავლობაში რაზმაძეებს სახლის დაშლაში მეზობლებიც ეხმარებოდნენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამყოფი ხაზის პერიმეტრზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა