შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადების კურსი გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კურსის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულის მიმართულებით გამომძიებელთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლებაა. გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

სპეციალიზაციის ინტენსიურ კურსს სახალხო დამცველის მოადგილე, ფსიქოლოგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ხუთდღიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც სამართლებრივ, ასევე, ფსიქოლოგიურ და თეორიულ საკითხებს: ოჯახში ძალადობის მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, დაზარალებულისა და მოძალადის ფსიქოლოგიური პორტრეტები, ოჯახში ძალადობის ზეგავლენა ბავშვებზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან, მოწმეებსა და მოძალადესთან ურთიერთობის/გამოკითხვის ფსიქო-ემოციური და სამართლებრივი ასპექტები, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის საკითხის შესახებ არსებული საკანონმდებლო აქტები, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები და სიახლეები, დამცავი და შემაკავებელი ორდერები და მათ გამოცემა/შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები, რისკის შეფასება და მონიტორინგი, მსხვერპლებისთვის არსებული სერვისები, დისკრიმინაციის ან/და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისა და ოჯახური დანაშაულების გამოძიების თავისებურებები.

„სწავლების მონაწილეები, ასევე, გაეცნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ გამოწვევებს, მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს. კურსის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა