უჩა ნანუაშვილი - გუგუტიანთკარში 2008 წელს დაწყებული ომი დღესაც გრძელდება - სამწუხაროა, რომ ბევრი არაფერი შეგვიძლია და რეალურად, ამ პროცესს ვერავინ აჩერებს

გუგუტიანთკარში 2008 წელს დაწყებული ომი დღესაც გრძელდება - სამწუხაროა, რომ ბევრი არაფერი შეგვიძლია და რეალურად, ამ პროცესს ვერავინ აჩერებს, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამო მნიშვნელოვანია, ხელისუფლება მეტად იყოს აქტიური, რომ მოსახლეობამ მხარდაჭერა იგრძნოს.

„ფაქტობრივად, გუგუტიანთკარში 2008 წელს დაწყებული ომი დღესაც გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ გასროლის გარეშე, მაგრამ მოსახლეობა კარგავს საკუთარ ტერიტორიებს, საკუთარ სახლს და ისინი იბრძვიან, რათა გადაარჩინონ თითოეული გოჯი მიწა, მათი საკუთრება. ეს ძალიან სამწუხარო და დიდი ტრაგედიაა, რასაც ვუყურებთ. სამწუხაროა ის, რომ ბევრი არაფერი შეგვიძლია და რეალურად ამ პროცესს ვერავინ აჩერებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება იყოს მეტად აქტიური, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართვაა მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რადგან მოსახლეობამ თუნდაც იგრძნოს, რომ მორალურად მათ გვერდით არის ბევრი, მათ შორის ხელისუფალნი და საზოგადოება. მათ არ ჰქონდეთ იმედგაცრუების შეგრძნება, რაც მათ სამწუხაროდ, დღეს აქვთ“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა