ახლად შექმნილი „20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრები“ დამფუძნებლები  და მხარდამჭერები სოფელ გუგუტიანთკარში გაემგზავრნენ

ახლად შექმნილი აპოლიტიკური მოძრაობის „20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრები“ დამფუძნებლები და მხარდამჭერები პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისთან შეიკრიბნენ, საიდანაც გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში გაემგზავრნენ.

როგორც „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, ისინი ე.წ. საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდებიან, მომდევნო დღეებში უკვე ფართომასშტაბიან აქციებსაც გამართავენ.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი წევრის, პაატა დავითაიას თქმით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მანამ არ გაჩერდება, ვიდრე რუსული მხარე საქართველოზე მთლიან კონტოლს არ დაამყარებს.

„ოკუპაცია არ ჩერდება. ეს იქნება მუდამ, სანამ საქართველოზე მთლიან კონტროლს არ აიღებს რუსეთის ფედერაცია. პირდაპირ მინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ მათი ქმედება აბსოლუტურად არაადეკვატურია. დაგეგმონ ღონისძიებები, რომლებიც დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ნუ ერიდებიან გარკვეულ მოქმედებებს. თავის დროზე პერიმეტრის არ დაცვამ გამოიწვია ის, რაც ხდება ამ ეტაპზე და მარტო განცხადებები ამას არ უშველის, საჭიროა მკვეთრი მოქმედებები“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ გუშინ განაცხადა, რომ მათ მიერ ჩამოყალიბდა „20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრები“, რომელსაც უერთდებიან ოპოზიციური პარტიები, იურისტები და სხვა მოქალაქეები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა