რუსთაველის მეტროს წინ, ცხოველების უფლებების დაცვის მოთხოვნით, აქცია გაიმართა

რუსთაველის მეტროს წინ, „საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდმა“, ცხოველთა მოყვარულებმა და უფლებადამცველებმა აქცია გამართეს. აქციის მთავარი მოთხოვნა ცხოველთა უფლებების დაცვა და წამების შემთხვევაში კანონის აღსრულება იყო.

როგორც ჟურნალისტებს აქციის წევრმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განუცხადა, შესაბამისი სტრუქტურები, რომლებსაც ევალებათ კანონის აღსრულება, ძალადობაზე თვალს ხუჭავენ მიუხედავად იმისა, რომ სადიზმი ძალიან ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში.

„მე ვუერთდები დღევანდელი აქვიის მოწოდებას. უნდა დაისაჯონ ის მოძალადეები, რომლებიც ასე აწამებენ დაუცველ ცხოველებს. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, ნუ იბრმავებთ თვალს თითქმის ყოველდღიურ კრიმინალზე იმიტომ, რომ სადიზმი ძალიან ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გირეკავთ, გეკითხებით აღიძრა საქმე? თქვენ გვპასუხობთ რომ აღიძრა. მერე? სად არიან დასჯილი დამნაშავეები? ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონი ამოქმედდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

იხილეთ ვიდეო: რუსთაველის გამზირზე "ოთხფეხა მეგობრების" მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა