არჩილ თალაკვაძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე დროში დავადგინოთ ახალუბანში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს

სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

„ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“, -წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე, თუმცა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, ახალუბნიდან 6 მამაკაცია გაუჩინარებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს