ირაკლი ანთაძე - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ცხელი ხაზით პასუხი არ დაუბრუნებიათ და არ დაუდასტურებიათ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტი

19:00 საათიდან, ამ მომენტამდე, რამდენჯერმე გავააქტიურეთ ცხელი ხაზი, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან პასუხი იყო, რომ დეტალები დგინდება. რეალურად, ამ მომენტისთვის მათი ადგილსამყოფელი უცნობია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მეჯვრისხევის პოლიციის შენობასთან, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან ითხოვდა დადასტურებას, აღნიშნული პირები ნამდვილად დაკავებულები იყვნენ თუ არა.

„მოგეხსენებათ, აღნიშნულ უკანონო დაკავებას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 19:00 საათზე. ამ დროიდან ცხელი ხაზი იქნა გააქტიურებული რამდენჯერმე. ჩვენ ვითხოვდით აღნიშნული პიროვნებების სტატუსის დადასტურებას, დაკავებულნი არიან თუ არა ისინი რეალურად. ამ მომენტამდე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს პასუხი ცხელი ხაზით არ დაუბრუნებიათ და არ დაუდასტურებიათ აღნიშნული ფაქტი", - აღნიშნა ანთაძემ.

რაც შეეხება დაკავებულების ადგილსამყოფელს, ანთიძის თქმით, „ეს ნათელი გახდება მას შემდეგ, რაც ცხელი ხაზი გააქტიურდება საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან და მოგვაწვდიან ინფორმაციას უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელისა და მათი საერთო მდგომარეობის შესახებ".

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს" უსაფრთხოების საბჭოში განუცხადეს, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთიძე, საოკუოპაციო ზოლთან დაკავებულების ახლობლებს შეხვდნენ და საქმის დეტალებს ადგილზე გაეცნენ.

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე, თუმცა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, ახალუბნიდან 6 მამაკაცია გაუჩინარებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა