ხატია დეკანოიძე - რეალურად, საქართველოს არ ჰყავს დღეს ხელისუფლება, რომელიც დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას

რეალურად, საქართველოს სახელმწიფოს არ ჰყავს დღეს ხელისუფლება, რომელიც დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ სოფელ გუგუტიანთკარში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, გუგუტიანთკარში მოსახლეობას ძალიან უიმედო განწყობა აქვს, რადგან ისინი არ გრძნობენ სათანადო ყურადღებას.

"როგორც ყველა ვხედავთ, ეს გამორჩეული ადგილია იმდენად, რამდენადაც საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს არის და ვხედავთ, როგორ მოძრაობენ სულ რამდენიმე მეტრში მუდმივად ოკუპანტები და მათი მხარდაჭერილი სეპარატისტი ჯარისკაცები. რეალურად, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოებრივი ტრაგედიაა, არის ადამიანების ტრაგედია. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ. არ აქვთ სოციალური დახმარება, უჭირთ ეკონომიკურად, უჭირთ ყოველდღიური სარჩოს მოპოვება და ამ ფონზე, როდესაც ადამიანებს იტაცებენ, როდესაც რამდენიმე წუთის წინ სოფელ არცევიდან გაიტაცეს ადამიანი, ამ ფონზე რეალურად ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არც ამოსულან აქ და არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ისინი შვებულებაში იმყოფებიან. მთელი ამ წლების მანძილზე მიმდინარეობდა და განსაკუთრებით, ეს პროპაგანდა ბოლო კვირეების მაძილზე გაძლიერდა - ვიწროპარტიული ინტერესებით დაბრმავებული ხელისუფლება ამაყად იმეორებს, რომ საქართველომ დაიყო ომი. ეს არის ძალიან საშიში პრეცენდენტი! ასევე, საერთაშოროსო სამართლის ნორმის საშიში ინტერპრეტაცია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ვნებს ასევე ჩვენი მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის ინტერესებსაც. ამიტომ, რეალურად, ხელისუფლება დღეს საქართველოს სახელმწიფოს არ ჰყავს, ხელისუფლება, რომელიც დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე",- განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, თავისუფალი სამყარო ვერაფერს გააწყობს, თუ ქვეყნის ხელისუფლებამ განგაში არ ატეხა.

"ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით საერთაშოროსო პარტნიორებს, მათთან მუდმივად გვაქვს დიალოგი, ვცდილობთ, თავისუფალ სამყაროს გავაგონოთ ჩვენი ხმა, მაგრამ რეალურად თავისუფალი სამყარო ვერ დაგვეხმარება, თუ არ იქნება მკვეთრი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. თავისუფალი სამყარო ვერაფერს გააწყობს, თუ ქვეყნის ხელისუფლებამ არ ატეხა განგაში",- განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა