რუსეთში 16 წლის მოზარდმა დედა, და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, სოფელ პატრიკეევოში 16 წლის მოზარდმა ნაჯახით ოჯახის ხუთი წევრი დახოცა, რომლებიც მასთან ერთად კერძო სახლში ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოზარდი მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.

რუსული მედიის ცნობით, თავდაპირველად მან დედა, ძმა, და, შემდეგ კი, ბებია და ბაბუა მოკლა, რომლებიც „მას ძალიან უყვარდა და არ უნდოდა, გული დაწყვეტოდათ ქალიშვილისა და შვილიშვილების მოკვლის გამო“.

„რენ ტვ“-ს ცნობით, მკვლელობამდე დამნაშავემ მეგობარს გეგმა გაუმხილა, რა დროსაც ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა. ის ჩიოდა, რომ დას და ძმას არ უყვარდათ, დედა კი დასცინოდა.

გარდაცვლილი და-ძმა ტყუპები იყვნენ, რომელთა ასაკი 4 წელი იყო, დედა 42 წლის, ბებია 69 წლის, ბაბუა - 66-ის.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში 16 წლის მოზარდმა დედა, და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა