საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. სასაზღვრო ბარიერების მონტაჟი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები გუგუტიანთკარის განაპირას 7 აგვისტოს გამოჩნდნენ და ლითონის ბოძები განათავსეს, 14 აგვისტოს კი, საფორთიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი დაიწყეს, რის შედეგადაც გივი რაზმაძის სახლი, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაზიანდა და მავთულხლართებით შუაზე იყო გაყოფილი, მთლიანად მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რამდენიმე ოჯახს კი, მიწის ნაკვეთზე წვდომა შეეზღუდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა