22 აგვისტოს „მზიურის კაფეში“ ჯონ ლენონის საღამო გაიმართება

22 აგვისტოს, 19:00 საათზე, „მზიურის კაფეში“ ჯონ ლენონის საღამო გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L’’- იდან აცნობეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მუსიკა და ლენონის შესახებ ახალგამოცემული წიგნის წარდგენა ელით.

აღნიშნულ წიგნს, ავტორი, თემურ ტონია წარადგენს.

„კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ადამიანი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ჯონ ლენონის ასეთი შეფასება გადაჭარბებულად არ მოგეჩვენებათ, როცა მის მიერ განვლილ ცხოვრების წლებს მივადევნებთ თვალს“, - აღნიშნულია წიგნში „ჯონ ლენონი“, რომელიც სერია „50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია“ ფარგლებში გამოიცა.

„ჯონ ლენონის ასეთი შეფასება მით უმეტეს გადაჭარბებულად, არ მოეჩვენება მის ფანებს, მათ, ვისაც მიაჩნია, რომ ლენონზე დიდი მუსიკოსი ცოტა თუ დაბადებულა სამყაროში.

საღამოს ჯონ ლენონის სიმღერებით ჯგუფი „ნალი“ გააფორმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს