2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.7 %-ით შემცირდა

2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 12.4% - ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.7% - ით შემცირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 065.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 102.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.1 მლნ. აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ივლისში, 2 860.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა და 1 311.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-ივლისში, შემცირებულია ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვაც. უფრო კონკრეტულად, სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 783.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება. საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 503.5 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 20.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1 280.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (12.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.2 პროცენტით განისაზღვრა.

ამავე პერიოდში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 105.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 26.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 303.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.3 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 408.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 6.9 პროცენტი იყო.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (303.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (266.2 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (181.2 მლნ. აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (864.5 მლნ. აშშ დოლარი) ჩინეთი (501.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (486.3 მლნ. აშშ დოლარი).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა