გორის მერი - ვცადე დავლაპარაკებოდი რუს ფორმიანებს, დავუსვი კითხვები და მოვთხოვე, რომ შეეწყვიტათ უკანონო პროცესი, თუმცა მათ პასუხი არ გამცეს

სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟს.

მათთან გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივიდა და გასაუბრება სცადა.

თავზარაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მის კითხვას არ უპასუხეს.

„უმძიმესია ეს ყველაფერი, რასაც აქ ვუყურებთ. კვლავ გრძელდება ეს ყოვლად უკანონო პროცესი. მე ვცადე დავლაპარაკებოდი ამ რუს ფორმიანებს, დავუსვი რამდენიმე კითხვა და მოვთხოვე, რომ შეეწყვიტათ ეს პროცესი. თუმცა, მათ პასუხი არ გამცეს. შემდგომ ერთ-ერთმა მათგანმა მხოლოდ ის თქვა, რომ ბრძანებას ასრულებენ”, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

იხილეთ ვიდეო: გორის მერი - ყველა უწყება ჩართულია, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია