გორის მერი - გუგუტიანთკართან, სარწყავი წყლის სისტემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოექცევა

„სარწყავი წყლის შემკრებ-გამანაწილებელი სისტემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოექცევა,“- ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერს საოკუპაციო ძალების იმ წარმომადგენლებმა მიაწოდეს, რომლებიც გუგუტიანთკარის განაპირას ე. წ. სასაზღვრო ნაგებობებს ამონტაჟებენ.

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩემს სხვა კითხვებს არ უპასუხეს. მხოლოდ სარწყავი წყლის სისტემის თაობაზე მიპასუხეს, რომ მიმდინარე უკანონო სამუშაოების შედეგად, ეს სისტემა გამყოფი ხაზის მიღმა არ მოექცევა”, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს წყლის შემკრებ-გამანაწილებელი სისტემა მდებარეობს, რომელიც 2017 წელს გაკეთდა. რეზერვუარი კი სოფელ გუგუტიანთკარშია მოწყობილი. აღნიშნული წყლის სისტემით სოფელი გუგუტიანთკარი და სოფელი კოშკას ნაწილი სარწყავი წყლით მარაგდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა