ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული დ.კ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს, ღამის საათებში, თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები დ.კ. და არასრულწლოვანი რ.კ. თავს დაესხნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს ე.ჯ.-ს და დანების გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით 875 ლარის ღირებულების პირადი ნივთები გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა დ.კ. და არასრულწლოვანი რ.კ. 2018 წლის 7 აგვისტოს, ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ. დ.კ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო არასრულწლოვან რ.კ.-ს მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა.

არასრულწლოვან რ.კ.-ს საქმე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და ცალკე წარიმართა სასამართლოში განსახილველად“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა