გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან დაკავებული 8 პირი კვლავ ცხინვალის მილიციის იზოლატორში რჩება

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან დაკავებული 8 პირი კვლავ ცხინვალის მილიციის იზოლატორში რჩება. მათი ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ, კვლავ შეუძლებელია დაკავებულებთან სატელეფონო კომუნიკაციაც.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი მამაკაცის ნათესავი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ დეტალების გარკვევა ცხინვალში მცხოვრებ ნათესავებს სთხოვეს, თუმცა, გათავისუფლების დეტალებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვება ვერც მათ შეძლეს.

ცხინვალის იზოლატორში სულ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბანთან დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა