ხუთ მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მედია-კლუბიდან აცნობეს.

„როგორ შევადგინოთ მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტი და რა საკომუნიკაციო არხები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, – ამის შესახებ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში: ახალქალაქში, ხაშურში, ქედაში, ლანჩხუთსა და ფოთში თვითმმართველობის თანამშრომლებისა და შესაბამის რეგიონებში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი – “ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში” – გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობითი ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“, - აღნიშნულია საქართველოს მედია-კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ტრენინგებზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მონაწილეობითი ბიუჯეტირების საინფორმაციო მხარდაჭერის, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მოქალაქეებთან და მედიასთან კომუნიკაციის ფორმებსაც.

„ტრენინგი, რომელსაც ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი, კოკა კიღურაძე და მაგდა პოპიაშვილი უძღვებოდნენ, საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის - “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” -ფარგლებში ჩაატარა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრენინგების პირველი ციკლის დასრულების შემდეგ პროექტის დირექტორმა, მაგდა პოპიაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის მიზანია, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დაინერგოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა.

„ამისთვის პირველ ეტაპზე მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ვატარებთ ტრენინგებს და ვაცნობთ მსოფლიოში არსებულ მოდელებს იმისთვის, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის შემდეგ მოხელეებს უკვე ჰქონდეთ ცოდნა, თუ რას ნიშნავს მონაწილეობითი ბიუჯეტი და როგორ უნდა ჩართონ მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე ამ პროცესში. მეორე ეტაპზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, შევარჩევთ მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე შესაფერის და მისაღებ მოდელს, რის შემდეგაც დაიწყება მისი დანერგვა. გარდა ამისა, თვითმმართველობებს დავეხმარებით, შექმნან კომუნიკაციის სტრატეგიები, რაც ძალიან საჭიროა როგორც მოქალაქეებთან, ისე მედიასთან ურთიერთობისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებს, მეტი ადამიანი ჩართონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც, ზოგადად, თვითმმართველობის უპირველესი ამოცანაა”, – განაცხადა პოპიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა