ირაკლი კოვზანაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ქვემო ქართლში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარბაზი, ტანძია და რატევანში მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და ასევე მიაწოდა ინფორმაციას რეგიონში დასრულებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის ისაუბრეს მომავალი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე და რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, კერძოდ, მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე, განათლებაზე, მცირე მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერაზე.

კოვზანაძის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 047 009 ლარი.

"სტიქიის პრევენციის მიზნით 830 398 ლარი და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით 2 855 336 ლარი. სულ მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის რეგიონში 100 მლნ. ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი“, - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა