დიდ დიღომში, სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წყლის გამაცხელებელი ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელი ბინის აბაზანაში იყო დამონტაჟებული.

დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

როგორც „ინტერპრესნიუსს” იმავე კორპუსში მცხოვრებმა განუცხადა, ეძინა, როდესაც მსხვრევის ხმამ გააღვიძა. „დილით გავიგონე მსხვრევის ხმა, ისეთი, თითქოს დიდი შუშა რომ ჩამოტყდება. მერე გავიგონე სასწრაფო მოდიოდა. სხვა დეტალები არ ვიცი“, - განაცხადა მეზობელმა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია