აშშ-მ 500-კმ-ზე შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

აშშ-მ სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა, რომლის მოქმედების სიშორე 500 კილომეტრს აღემატება.

საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან მიმდინარე წლის 2 აგვისტოს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ერთობლივი გამოსვლის შემდეგ, ეს ამერიკელების მიერ ამ სიშორის რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა.

რაკეტა გაუშვეს კალიფორნიის შტატთან მდებარე კუნძულ სან-ნიკოლასიდან. ფრთოსანმა რაკეტამ წარმატებით დააზიანა 500 კილომეტრზე შორს მდებარე სამიზნე. პენტაგონის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მარტში აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ 1000 კილომეტრამდე სიშორის რაკეტის გამოცდას, ხოლო ნოემბრამდე ფიქრობენ საშუალო სიშორის რაკეტის გამოცდასაც.

საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებას 1987 წელს ხელი რონალდ რეიგანმა და მიხაილ გორბაჩოვმა მოაწერეს. ის ითვალისწინებდა 500-დან 5500 კილომეტრამდე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციას.

ხელშეკრულებას მხარეები 20-25 წლის განმავლობაში იცავდნენ. თუმცა ჯერ კიდევ ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთი დაადანაშაულა ხელშეკრულების დარღვევაში და 500 კილომეტრზე შორი მოქმედების რაკეტის შექმნაში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2 თებერვალს მოსთხოვა რუსეთს ამ რაკეტების განადგურება და ვადა 2 აგვისტომდე მისცა. რუსეთმა ბრალდება უარყო, თვითონაც შეაჩერა ხელშეკრულების მუშაობა და 2 აგვისტოს მხარეები ერთობლივად გამოვიდნენ ამ ხელშეკრულებიდან.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა