შიდა ქართლის გუბერნატორი - გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ოკუპანტია

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, გამყოფ ხაზთან შიდა ქართლის გუბერნატორი იმყოფება. გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებს ესაუბრა.

შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, საქართველოს მთავრობა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესაჩერებლად, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს.

„ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას და ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც მათ ინტერესებში შედის. გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ შეჩერდეს ეს უკანონო პროცესი. ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათთვის ხდება არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაციიის მიწოდება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა