გუბერნატორის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 8 პირი უმოკლეს დროში გათავისუფლდეს

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 8 პირი უმოკლეს დროში გათავისუფლდეს.

„ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია ამ პროცესში, აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ გამყოფი ხაზის სიახლოვეს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება უმოკლეს დროში მოხდეს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

სოფელ ახალუბნის განაპირას დაკავებული რვა პირი კვლავ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის მილიციის იზოლატორში რჩება. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, როდის გაათავისუფლებენ დაკავებულებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს