მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების განცხადებაზე - საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს”, რელევანტური არ არის

„საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა. შესაბამისად მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს”, რელევანტური არ არის,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე. მდინარაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება რეალიზების პროცესშია და საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა გრძელდება.

„საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა. შესაბამისად მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს”, რელევანტური არ არის. ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება, შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩავატაროთ; უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვაძლევდა; ვცვლით პარტიების დაფინანსების წესს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მოდელით და ა. შ. და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება რეალიზების პროცესშია. მუშაობა გრძელდება - სექტემბერში ჩატარდება საჯარო განხილვები, შემდგომ საკომიტეტო მოსმენები და არაერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება. ამის შემდეგ კი ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე გავიტანთ,” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა, რათა საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებამდე, კანონპროექტი პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფდეს არჩევნების თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. ჩვენი მხრივ მზადყოფნას გამოვთქვამთ მონაწილეობა გავაგრძელოთ შემდეგ განხილვებში,”-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა