ანონსი 21 აგვისტო

21 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.
მის: უნივერსიტეტის ქუჩა 2ა
21 აგვისტოს, 11:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China State Construction Engineering Corporation Limited”-სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
მის: ალ. ყაზბეგის N12 (მე-2 სართ, მცირე საკონფერენციო დარბაზი).
21 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.
21 აგვისტოს, 12.00 საათზე „გამარჯვებული საქართველოს" ოფისში (ათონელზე), „რუსთავი 2“- სა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
21 აგვისტოს, 12:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გამართება. თემა - "Ryanair"-ის ხელშეკრულება.
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
21 აგვისტოს, 13:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე ვარკეთილში სტადიონის მოწყობის სამუშაოებს დაათვალიერებს.
მის: ვარკეთილი 3, IV მიკრორაიონის 425 კორპუსი.
21 აგვისტოს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

























