ოსური მედია - საქართველოს მოქალაქეები ჯარიმის გადახდის შემდეგ გააძევეს

ოსური მედიის ინფორმაციით, საქართველოს რვა მოქალაქე, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მესაზღვრეებმა გასულ შაბათ-კვირას „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ჯარიმის გადახდის შემდეგ „რესპუბლიკის“ ტერიტორიიდან გააძევეს. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი იუწყება.

მისი ინფორმაციით, „საზღვრის“ დამრღვევებს ცხინვალის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა ჯარიმის სახით და მისი გადახდის შემდეგ, რვავე მათგანი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულები იყვნენ: ზურაბ გერკეული, ილია მიღრიჯანაშვილი, კობა ვარდანაშვილი, ლაშა გერკეული, ილია ბაინდურაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი, ოთარ ელიაური, სოსო დვალიშვილი.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა