მამუკა ხაზარაძის შეფასებით, საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზანი მის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზანი მის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა.

როგორც ხაზარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“ ,- წერს მამუკა ხაზარაძე.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა