ნიკა გვარამია - ვისი გაშვებაც მოუნდებათ, დაუთვლიან, რამდენი პრემია მაქვს მიცემული - როგორ შეიძლება,  5 წლის წინ პრემია რომ მივეცი, იმის გამო ადამიანი გაუშვა?! ეს ბოდვაა

„როგორ შეიძლება, მე რომ 5 წლის წინ პრემია მივეცი, იმის გამო ადამიანი გაუშვა?! ეს არის ბოდვა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“ - ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ნოდარ მელაძის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -დან გათავისუფლებას.

ნიკა გვარამია ასევე გამოეხმაურა არხიდან დიანა ჯოჯუასა და მიხეილ სესიაშვილის წასვლას.

მისი თქმით, დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვილი არიან გმირები, ხოლო ისინი, ვინც ახლა იხილავენ დარჩნენ თუ არა „რუსთავი 2“ - ში, „არაგმირები“ არიან.

„ეს აღარ დამთავრდება. ვისი გაშვებაც მოუნდებათ, დაუთვლიან, რამდენი პრემია მაქვს მიცემული. ჩემი თანამშრომლები კარგი მუშაობისთვის პრემიებს იღებდნენ. ამიტომ იყო ერთად შეკრული გუნდი. ვინც რჩება, იმასაც შემიძლია ამოვუღო და დავუთვალო პრემიები და იმასაც, ვინც მოდის. სინამდვილეში, ეს არის ბოდვა. საუბარია იმაზე, რომ ადამიანებს უპოვეს გაშვების მიზეზი. როგორ შეიძლება, მე რომ 5 წლის წინ პრემია მივეცი, იმის გამო ადამიანი გაუშვა. კარგი, ჩემზე შეიძლება თქვა, მაგრამ ის რაღა შუაშია? ადამიანები გაუშვეს, სარედაქციო პოლიტიკა შეცვალეს და ამ პრემიებით კიდე ცოტა სამარცხვინო, მაგრამ მაინც მიზეზი მისცეს ვითომ მათ, ვისაც დარჩენა უნდა, მაგრამ არ იცის, რას ჩაეჭიდოს. დარჩით, იქნებით ბიძინას ტელევიზიის თანამშრომლები. არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით. თქვენს პრემიებსაც ამოვიღებთ და დაგითვლით, რა პრობლემაა, მაგრამ დარჩენა თუ გინდათ, ღიად უნდა თქვათ, რომ რჩებით ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში. გეყოფათ მაიმუნობა“, - განაცხადა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა