მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დაკავებულების გათავისუფლების პროცესში პირველივე წუთებიდან „მთელი მსოფლიო თანამეგობრობა იყო ჩართული“.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს თავიანთ ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება მიულოცა.

“ახლა ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ახალგაზრდები, მშვიდობით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ჩვენ ვიმყოფებით ახალუბანში. ეს სამი დღე იყო ძალიან მძიმე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები ოჯახში მშვიდობით, ჯანმრთელად დაბრუნდნენ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერთან ერთად სოფელში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.

სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს გაიტაცეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა