ედგარს რინკევიჩსი - გუგუტიანთკარში ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს

ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს, - ასე ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

„ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელსაც სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ცხინვალის „ხელისუფლება“ ახორციელებს, უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მხარს ვუჭერ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომ ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა