გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ის სარაკეტო პროექტებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ის სარაკეტო პროექტების საკითხთან დაკავშირებით 22 აგვისტოს საგანგებო სხდომას გამართავს, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი პოლიანსკიმ სააგენტო TASS-ს განუცხადა.

„ჩინეთთან ერთად ჩვენ მოვითხოვეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა იმ განცხადებების გამო, რაც აშშ-მ საშუალო რადიუსის რაკეტების შექმნის გეგმებთან დაკავშირებით გააკეთა, რაც საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების დარღვევაა“, - განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.

მისივე ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა 22 აგვისტოს ღია ფორმატში გაიმართება.

ორშაბათს პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-მ გამოსცადა სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა, რომლის მოქმედების სიშორე 500 კილომეტრს აღემატება. საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან მიმდინარე წლის 2 აგვისტოს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ერთობლივი გამოსვლის შემდეგ ეს ამერიკელების მიერ ამ სიშორის რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა.

აშშ-ის მიერ ახლო სიშორის ფრთოსანი რაკეტის გამოცდამ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიქცია და განსაკუთრებით მწვავე რეაქცია გამოიწვია რუსეთში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა