ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე მის დაბარებას ნიკა გვარამიას ახალ არხს არ უკავშირებს

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია „მთავარი არხი" მის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსდეს, თუმცა, ამ თემაზე გვარამიასთან გამართულ შეხვედრას ადასტურებს.

„განაცხადი მქონდა მიცემული უძრავი ქონების სააგენტოებისთვის, რომ ობიექტებს ვყიდდი. ვინაიდან, ყველაფერზე ყადაღა დამიდეს და ძალიან დიდი სესხები მაქვს ბანკების, იძულებული ვიყავი, რომ რაღაც უძრავი ქონება გამეყიდა. მერე იყო შეხვედრა, რომელზეც ვერ შევთანხმდით ჩვენ და ნიკა გვარამია თანხაზე. იმან სხვა ობიექტი ნახა ალბათ, არ ვიცი, მე საქმის კურსში არ ვარ“, - აცხადებს ღაჭავა.

ღაჭავას თქმით, ის გამოკითხვაზე დაბარებას „მთავარ არხს“ არ უკავშირებს.

„მე ამ წუთას არ ვუკავშირებ და რომ გავეცნობი, მერე გამოვალ და გეტყვით“,-აცხადებს ლაურა ღაჭავა.

ღაჭავას თქმით, მას რამდენიმე ობიექტის გაყიდვა სურდა, მათ შორის ერთ-ერთი აეროპორტის გზატკეცილზე, მეორე კი დიღომში მდებარეობს. მისივე თქმით, მან ჭორის დონეზე შეიტყო რომ ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“ „ასტრა დიღომში“ განთავსდება.

„ასტრა პარკი“ ჩემი არ არის, ჩემი ობიექტი არის პატარა. მათ უნდოდათ 5000 კვადრატული, მე ჭორის დონეზე გავიგე, რომ „ასტრა დიღომს“ მიუბრუნდნენ“,-აცხადებს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს