მევიოლინე დევიდ გერეტი - ახალი ალბომით UNLIMITED – LIVE 2019 თბილისს ეწვევა

საქართველოს კულტურის პალატის მოწვევითა და ორგანიზებით, 13 სექტემბერს მევიოლინე დევიდ გერეტი და მისი ბენდი ახალი განუმეორებელი და შთამბეჭდავი „ქროსოვერის“ პროგრამით თბილისს ესტუმრება. კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართება.

„მე დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს UNLIMITED –LIVE 2019. ახლა, ისე, როგორც არასდროს, მსურს, ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, ჩემს მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად საზეიმოდ აღვნიშნო მუსიკალური შემოქმედების ათი წელი", - აცხადებს დევიდ გერეტი.

„10 წელზე მეტია, რაც დევიდ გერეტი საკუთარი საერთაშორისო კარიერით წლიდან წლამდე ქროსოვერის შედეგებს აუმჯობესებდა და სჯობნიდა საკუთარ თავს. მისი უკანასკნელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მსოფლიო ტურნე EXPLOSIVE LIVE 20 ქვეყანაში გაიმართა და 400 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

„ტურნე UNLIMITED - მადლიერების გამოხატვაა დევიდ გერეტისგან, არა მარტო მისი თაყვანისმცემლებისათვის, არამედ მისი გუნდის და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მონაწილეობდა მის მოგზაურობაში და გვერდში ედგა მას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამის აღსანიშნავად, დამატებით, თავის სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, ის შეასრულებს უკანასკნელი ათწლეულის თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს, როგორებიცაა: Smooth Criminal, Nothing Else Matters, He’s a Pirate, Viva la Viva, Thunderstrck. განსაკუთრებული სიურპრიზი იქნება მისი საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც არ იქნება ჩართული ელექტროქსელში და შექმნის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ მომენტებს პროგრამის მსვლელობის დროს. UNLIMITED აგრეთვე იქნება არტისტის პერსონალური რეტროსპექტივა, რომელმაც თავისი სახელი დატოვა ისტორიაში საკუთარი ქროსოვერული მუსიკით და რომელმაც ვიოლინოს რეპერტუარში მოახდინა რევოლუცია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მის ახალ საუკეთესო ალბომში „Unlimited – Greatest Hits”, რომელიც გამოსცა ლეიბლმა Universal Music 2018 წლის ოქტომბერში, შესულია ამ ცოტა ხნის წინ არანჟირებული და ახალი ნაწარმოებები.

ღონისძიების მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“.

ღონისძიება Cheсk in Georgia -ს ფარგლებში ტარდება და UNLIMITED – LIVE 2019 კონცერტზე დასასწრები ბილეთები ვებ-გვერდის WWW.TKT.GE მეშვეობით იყიდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო