ყაზბეგის  N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მილები და ჭები, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. მისი თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მაღალია.

„ამხანაგობების საერთო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები მოსახლეობის მომართვიანობის, პრიორიტეტებისა და მუნიციპალური ბიუჯეტის გათვალისწინებით ხორციელდება. მომართვიანობა ძალიან დიდია, ამიტომ გვიწევს პრიორიტეტების განსაზღვრა. კორპუსში არსებულ პრობლემებს შორის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გადახურვის და შიდა საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, ასევე, ლიფტების მოწესრიგება. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სახურავს, ხოლო 2 პროექტი მიმდინარეა; დაფინანსდა წყალარინების ქსელის 23 პროექტი, რომელთაგან 14 მისამართზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო 9 მისამართზე - მიმდინარე; ლიფტის რეაბილიტაცია 34 მისამართზე დაფინანსდა, მათ შორის 18 ლიფტი უკვე განახლებულია“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, ამ დრომდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურა 99 მისამართზე განახლდა, 36 მისამართზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ყოველი დაფინანსებული პროექტის შედეგად, ამხანაგობის საერთო ანგარიშზე კონკრეტული სამუშაოების საერთო ღირებულების 10% გროვდება, რაც მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად, მათი საერთო ქონების განახლებას მოხმარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა