„რუსთავი 2“  „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ  დატოვა

„რუსთავი 2“ „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. მათ ერთობლივი განცხადება მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.

„დღეს დადგა დღე, ჩემს ცხოვრებაში როდესაც ვეღარ ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“ ჩემია, „რუსთავი 2“ ჩვენ წაგვართვეს და „რუსთავი 2“ ჩვენი სახლი აღარ არის. დღევანდელი დღე ისეთივე მძიმეა ჩემთვის,როგორი მძიმეც იყო გუგუტიანთკარის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს. 13 წელი გავატარე „რუსთავი 2“-ში, ამაყი ვარ ყველა წლით“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ.

ჟურნალისტების თქმით, მათ დღეს შეხვდათ არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია და დარჩენა შესთავაზათ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „კურიერელები“ მიიჩნევენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი არ იქნება, მათ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

„თითქმის 14 წელი გავატარე „რუსთავი 2“-ში. ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ეს ტელევიზია. დღევანდელ დღემდე ასე იყო და მე დღეს მივიღე ალბათ ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელსაც ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი. სამწუხარდ, ეს რეალობაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული „რუსთავი 2“. ამ ყველაფერში ამ ჩვენს გადაწყვეტილებაში დამნაშავე არის ერთადერთი ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მოვლენ ალბათ სხვები ჩვენ ადგილზე და გააკეთებენ ახალ „კურიერს“, - განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.

„ახლა ცოტა უხერხულია იმაზე საუბარი როგორი იქნება „რუსთავი 2“, ვინ იქნება აქ, ვინ მოვა, ყველას წარმატებას ვუსურვებ, ჩვენთვის კი ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა. ამის იქეთ მეტი აღარ შეგვეძლო, ვიდრე შეგვეძლო, ვიდექით ამ ბარიკადებზე, როცა აღარ შეგიძლია მეტი, უნდა წახვიდე, ამიტომაც წავედით. მაყურებელს ვეტყვი ნახვამდის და არ გემშვიდობებით, სად შევხდებით ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ეს საქმე ვიცით, ჩვენ რეპორტირები ვართ“, - განაცხადა ნინო სამყურაშვილმა.

დღეს, ეთერში „კურიერის“ არც ერთი გამოშვება არ გასულა.

ამასთან, გუშინ გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

"რუსთავი 2" კურიერის ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით