ცნობილი გახდა თანხის ოდენობა, რის გადახდასაც აშშ კუნძულ გრენლანდიის შესაძენად აპირებდა

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ორ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მრავალი კვირის განმავლობაში განიხილავდა დანიისგან კუნძულ გრენლანდიის ყიდვის საკითხს.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები განიხილავდნენ სცენარს, რომლის მიხედვითაც, კოპენჰაგენს გადაერიცხებოდა წლიური 600 მილიონი აშშ დოლარი.

გამოცემის ინფორმაციითვე, განიხილებოდა კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის თანახმადაც, დანიას ერთდროულად შეეძლო მსხვილი გადახდის მიღება.

გრენლანდიის ყიდვის თაობაზე ინფორმაცია 16 აგვისტოს გავრცელდა, რასაც დანიელთა დიდი ნაწილის მკვეთრი რეაქცია მოყვა. დანიელი და გრენლადნიელი მაღალჩინოსნები რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებას, რომ კუნძული არ იყიდება. რამდენიმე დღის შემდეგ დონალდ ტრამპმა თავად დაადასტურა, რომ აშშ-ს კუნძულის ყიდვა მართლაც სურდა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსპიკერმაც დაადასტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა ტრამპის შეთავაზებას „აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ „გრენლანდია აშშ-ზე არ იყიდება“, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ 2 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტის „სხვა დროისთვის გადადების“ გადაწყვეტილება მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა