ეკა ბესელია - ეს ყველაფერი უკვე ნანახი და გავლილი გვაქვს და კარგად არ სრულდება

ეს ყველაფერი უკვე ნანახიც და გავლილიც გვაქვს და უბრალოდ კარგად არ სრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

ბესელია მიიჩნევს, რომ აგვისტოს თვე „რევანშის სიმბოლოდ იქცა“.

„აგვისტოს თვე ბოლო 11 წელია ასოცირდება ომის თემასთან და სულ მზარავდა ეს განცდა... ახლა აგვისტო შიდა „ომის " და რევანშის სიმბოლოდ იქცა...

უკიდურესად სახიფათოა ასეთი სვლა!

კეთილგონიერების და რაციონალური გადაწყვეტილებების რესურსი ამოწურა ხელისუფლებამ? იქნებ დარჩა ვინმე „იქ", ვინც ხვდება და იტყვის, რომ ეს ყველაფერი უკვე ნანახიც და გავლილიც გვაქვს და უბრალოდ კარგად არ სრულდება...

ძალიან მინდა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ! სიმშვიდე ძალის გამოყენებით არ მყარდება!“, - წერს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

შესაბამისი განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა