ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი - მოქმედი ხელისუფლების ხელწერა ბიზნესმენებთან ურთიერთობაში წინა ხელისუფლებისას ჰგავს

ჩემი შეფასებით საქმე საკმაოდ ბუნდოვანია, ავთო წერეთელი აქამდე დაკითხულიც კი არ იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა პროკურატურის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

დავით ბეგიაშვილის შეფასებით, საქმის ხელახლა გააქტიურება და მათ შორის ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის დაანონსებას უკავშირდება.

„ჩემი აზრით, საერთოდ ეს საქმე ძალიან ბუნდოვანია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. თან დროში საეჭვოდ ემთხვევა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის დაანონსებას.

ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ საქმე 11 წლის წინანდელია, დავამთავროთ იმით, რომ ავთო წერეთელი აქამდე დაკითხულიც კი არ იყო და როგორც კი მამუკა ხაზარაძემ ახალი მოძრაობის დაწყება დაანონსა, გააქტიურდა მის მიმართაც საქმე და დღევანდელი მდგომარეობაც ალბათ, ამის გამოძახილია,“ - აცხადებს დავით ბეგიაშვილი.

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, ავთანდილ წერეთლის შვილის, ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელის, ვატო წერეთელის დაკითხვას და საქმის „ტვ პირველთან“ კავშირს, დავით ბეგიაშვილის შეფასებით, ჩანს, რომ ხელისუფლებას ამ ტელეკომპანიის მიმართ ინტერესი აქვს.

ბეგიაშვილი, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებასაც აფასებს და ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების ხელწერა ბიზნესმენებთან ურთიერთობაში წინა ხელისუფლებისას ჰგავს.

„ასეთ მიდგომებს ძალიან კრიტიკულად ვუყურებ. თუმცაღა, თავის დროზე, წინა ხელისფულება ივანიშვილის წინააღმდეგაც იყენებდა იგივე მეთოდებს და უკვე ერთი ხელწერა მგონია ბიზნესმენებთან ურთიერთობაში,“ - აცხადებს „ალბატროსის“ დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ, "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". ავთანდილ წერეთელი დღეს ბრალის წარდგენის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში ბრალის დაზუსტების მიზნით დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს