გია ვოლსკი - წარმატებებს ვუსურვებ იმ ჟურნალისტებს, ვინც თავის საქმეს ემსახურება, მაგრამ ვერ შევაქებ „ზონდერ“ ჟურნალისტიკას, რომლის სტანდარტი "რუსთავი 2"-მა დანერგა

წარმატებებს ვუსურვებ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც თავის საქმეს ემსახურება, მაგრამ ვერანაირად ვერ შევაქებ „ზონდერ“ ჟურნალისტიკას, რომლის სტანდარტი „რუსთავი 2“- მა დანერგა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ტელეკომპანია „რუსთავი 2"- დან ჟურნალისტების წასვლას.

ამასთან, ვოლსკი მიიჩნევს, რომ რაც მეტი ტელევიზია და მეტი კრიტიკული აზრი იქნება, ქვეყნისთვის უკეთესია.

„მე ვერ გეტყვით რა ბედი ელის „რუსთავი 2"-ს. ამბობენ, რომ შეიქმნება ახალი ტელევიზია, სადაც ეს ძალები იქნება მობილიზებული. წარმატებებს ვუსურვებ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც თავის საქმეს ემსახურება, მაგრამ ვერანაირად ვერ შევაქებ ზონდერ ჟურნალისტიკას, რომლის სტანდარტი "რუსთავი 2"-მა დანერგა. იმედია, ამ საკითხსაც გადახედავენ, თუკი მომავალში საქმიანობას აპირებენ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

ტელევიზია არ უნდა დაიხუროს ასე მგონია, რაც მეტი ტელევიზია და მეტი კრიტიკული აზრი იქნება, უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის დ საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ხომ არ გაიზიარებს „რუსთავი 2“-ის ბედს ტვ "პირველი", ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება ადეკვატური არ არის.

„ტვ პირველს" აქვს რესურსიც და ფინანსები, რომ საქმიანობა გააგრძელოს. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ბედს, სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო პასუხები გასცა ამ თემას. ასე რომ, ამის ერთმანეთთან დაკავშირება მგონია, რომ ადეკვატური არ არის",- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა