BBC – პუტინისა და მაკრონის პრესკონფერენციის სტენოგრამა კრემლის საიტზე შეცდომებით გამოქვეყნდა

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის სტენოგრამა კრემლის საიტზე შეცდომებით გამოქვეყნდა.

როგორც BBC-ი წერს, საფრანგეთის პრეზიდენტის ყველა ფრაზა, რომელშიც გამოყენებული იყო სიტყვა „არჩევნები“, კრემლის საიტზე ამ სიტყვის გარეშე, ნაწილობრივ შეცვლილი კონტექსტით გამოქვეყნდა.

მათივე განმარტებით, შეცდომა გაასწორეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამას ყურადღება მიაქცია საერთაშორისო მედიამ და შესაბამისი კითხვა პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს დაუსვეს.

„შეცდომა პირველმა აღმოაჩინა ჟურნალისტმა ემანუილ გრინსპანმა, რომელიც ერთი შვეიცარიული და ერთი ფრანგული გამოცემის მოსკოვის კორესპონდენტად მუშაობს. მაკრონმა განაცხადა, რომ „საპროტესტო აქციებში მონაწილე „ყვითელმა ჟილეტებმა“ მოახერხეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“. მოსკოვის მიერ გაშიფრულ ტექსტში კი ეწერა, რომ ევროპულ კამპანიაში კენჭისყრა (იგულისხმება ევროპარლამენტის არჩევნები) მათ ვერ მოახერხეს. შემდეგ ეს შეცდომა კრემლის საიტზე გაასწორეს როგორც რუსულ, ასევე ინგლისურ ვერსიაში“, - წერს BBC-ი.

ამასთან, აღნიშნულმა მედიასაშუალებამ კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ტექსტი შეხვედრის ორიგინალურ ვიდეოჩანაწერს შეადარა და ზემოთქმულის გარდა უფრო საინტერესო შეუსაბამობებიც აღმოაჩინა.

„მაკრონის სიტყვები იყო: „ჩვენ ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გამოხატვის, აზრის, შეკრების თავისუფლებას და არჩევნებზე თავისუფალ წარმომადგენლობას პატივი უნდა სცეს ჩვენმა დემოკრატიებმა“. კრემლის საიტის თანახმად კი შეხვედრაზე ლაპარაკი იყო მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთმა „მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებების, კონვენციების რატიფიცირება მოახდინა, რომელთა თანახმადაც ქვეყანამ თავისი მოქალაქეებისთვის ძირითადი თავისუფლებები: სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და ასე შემდეგ უნდა უზრუნველყოს“. თარგმანში არ მოხვდა არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის უფლება.

მაკრონმა შემდეგ დასძინა, რომ „ბევრი შეშფოთდა და ისევ შეშფოთებულია მოსკოვში ადამიანების დაკავების გამო და მათი შესძლებლობების გამო მიიღონ მონაწილეობა თავისუფალ არჩევნებში, ასევე დადგენილი შეზღუდვების ხასიათის გამო“. თარგმანში ნათქვამია, რომ შეშფოთებას იწვევს „დაკავებები და სხვა, ყველა ის ბლოკირებები, რომელიც განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ“. არჩევნებზე ისევ სიტყვა არ არის ნახსენები.

პუტინმა მოსკოვის გამოსვლები საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ გამოსვლებს შეადარა და თქვა, რომ არ უნდა მსგავსი რამ რუსეთის დედაქალაქშიც იხილოს. ამის პასუხად ემანუელ მაკრონმა განაცხადა: „საფრანგეთში, მე ამას აქ მკაფიოდ ვიტყვი, მოსკოვის პროტესტების „ყვითელ ჟილეტებთან“ შედარება არ არის სწორი, რადგანაც ისინი, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, თავისუფლად იყვნენ წარმოდგენილი არჩევნებზე. ის ვისაც „ყვითელ ჟილეტებს“ უწოდებენ, თავისუფლად წავიდნენ ევროპის არჩევნებზე და ეს ძალიან კარგია. მე მინდა, რომ მათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი არჩევნებზე, იმიტომ, რომ ეს ამცირებს კონფლიქტურობას, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად თვითგამოხატვა და თავისუფლად სიარული დემონსტრაციებზე“. რუსულ თარგმანში არჩევნები ისევ არ არის ნახსენები...

თავის მხრივ, ფრანგულმა „ლიბერასიონმა“ აღნიშნა, რომ პუტინის სიტყვები ზუსტად გადათარგმნა მხოლოდ ტელეარხმა „RT France“-მა, რომელსაც პროტოკოლის მიხედვით თავისი თარჯიმანი ჰყავდა. სხვა არხებმა კი მისი სიტყვების შემოკლებული ვერსია გადასცეს“, - წერს BBC-ი.

თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გაუგებრობა მოხდა თარჯიმნის შეცდომის გამო, რომ ეს ხანდახან ხდება და კრემლის საიტზე სტენოგრამას გაასწორებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა