სასამართლო ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ადვოკატი კობა ამბარდნიშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პროკურატურა ღაჭავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს, დაცვის მხარე გირაოს მოითხოვს.

ამასთან, დღეს ლაურა ღაჭავას ადვოკატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქმეში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავენ.

"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ პოლიტიკური მოტივი არ იკვეთება, ეს იყო ჩვეულებრივი რიგითი შემოწმება შპს-ების. ლაურა ღაჭავა კი არა შეიძლება სხვისიც ყოფილიყო და იქ მომხდარიყო შემოწმება. ეს იყო ჩვეულებრივი ბუღალტრული შემოწმება“,-აცხადებს კობა ამბარდნიშვილი.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა