ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ მზად ვართ შემდგომი გართულებებისთვის - პროკურატურა  რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად გადაიქცა

პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად,-ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ის და მამუკა ხაზარაძე მზად არიან ნებისმიერი დარტყმისთვის და გართულებებისთვის. ჯაფარიძე ბიზნესმენების მიმართ წაყენებულ ბრალს აბსურდულ ცილისწამებას უწოდებს.

„გრძელდება ჩვენი დევნა, ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, რომ პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. თვითონ ბრალი, რომელიც ჩვენს მიმართ არის წაყენებული არის სრულიად აბსურდული ცილისწამება, ის შეიძლება თავისი ცინიზმით და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას ჯიბეში და მის ამაში დადანაშაულებას. უნდა გითხრათ, რომ გენერალური პროკურორი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, დღეს მიისწრაფის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ, ის არის პასუხისმგებელი ყველა იმ აბსურდული ბრალის, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს. მისი ხელდასმით ხდება ეს და ამ პასუხისმგებლობას ის ვერ გაექცევა. აქედან გამომდინარე, ამის შემდეგ, რომ უნდა გახდეს სასამართლოს თავმჯდომარე, სადაც ჩვენ სამართალი უნდა ვნახოთ, ნათელია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე.

ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა! ჩვენ არ ვეფარებით არაფერს. ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ეტყობა სიტყვა გაუგია „ინდულგენცია“ და ამ სიტყვას ხმარობს სრულად უკონტექსტოდ და გაუგებრად. მინდა, მათ გასაგონად ვთქვა, რომ „ინდულგენცია“ სულ სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე ისინი გულისხმობენ. ჩვენ არაფერს ვართ ამოფარებული და მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა, აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ შემდგომი გართულებებისთვის“,-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა