ადვოკატი - ავთანდილ წერეთელი დარწმუნებულია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელი იქნება

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მეც დარწმუნებულები ვართ, რომ მის ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს", - ამის შესახებ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა პროკურატურასთან განაცხადა, რომელიც პროკურატურაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდების ჩასაბარებლად მივიდა.

მან აღნიშნა, რომ ავთანდილ წერეთელს არანაირ დანაშაულებრივ საქმიანობაში არ მიუღია მონაწილეობა.

"ავთანდილ წერეთლის პოზიცია არის ის, რომ მას არანაირი მონაწილეობა რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში არ მიუღია და ის დარწმუნებულია, რომ ბრალდება იქნება დაუსაბუთებელი. ადრეც იმყოფებოდა ავთანდილ წერეთელი გამოკითხვაზე და დაახლოებით ცნობილია ჩვენთვის ის გარემოებები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და ამიტომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მეც დარწმუნებულები ვართ, რომ მის ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს", - აღნიშნა ადვოკატმა.

მანვე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მამუკა ხაზარაძის ნათქვამის შესახებ, რომ იმ დროისთვის, რომლის შესახებაც მიმდინარეობს საქმე, წერეთელი არ იყო არც მეწილე და არც მფლობელი.

„არანაირი საფუძველი არ მაქვს ამ სიტყვებში ეჭვის შეტანის. ნამდვილად არ ვიცი, იმ პერიოდში როგორ იყო გადანაწილებული წილები, თუმცა საუბარია 10-11 წლის წინ კონკრეტულ ტრანზაქციებზე და ავთანდილ წერეთელი ყველა შეკითხვაზე გასცემს პასუხს. ის უბრალოდ დღეს არ იმყოფება საქართველოში, მისთვის მოულოდნელი იყო, რომ დღეს ეს ღონისძიება იგეგმებოდა, შესაბამისად, ჩამოსვლისთანვე ის ნებისმიერ გამოძახებაზე გამოცხადდება და გასცემს ყველა შეკითხვას პასუხს",- განაცხადა კახა წერეთელმა.

მისივე თქმით, საქმის მასალებთან დაკავშირებით მას შემდეგ შეეძლება საუბარი, რაც მასალებს ჩაიბარებს. ადვოკატმა უარყოფიფად უპასუხა კითხვას, არის თუ არა ავთანდილ წერეთლის დაკავების მოლოდინი.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა