ანონსი 23 აგვისტო

ანონსი  23 აგვისტო

23 აგვისტოს, 12:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გამართავს ბრიფინგს ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებთან დაკავშირებით.

მის: მინდელის ქუჩა №9

23 აგვისტოს, 12:00 საათზე, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ცენტრალურ ოფისში გაიმართება პარტიის თავმჯდომარის, კახა კუკავას ბრიფინგი.

თემა: სკოლის პედაგოგების მასშტაბური შემცირების სამთავრობო გეგმა.

მის: ონიაშვილის 80, საკონტაქტო პირი თენგო ომანიძე: 599 96 80 88

23 აგვისტოს, 14:00 საათზე, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: აგვისტოს ბოლო დეკადაში პროგნოზირებულ ცხელ ამინდთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ჯანდაცვითი რეკომენდაციები მოსახლეობისათვის. მის: კახეთის გზატკეცილი, #99 (საკონფერენციო დარბაზი, I სართული). საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი -595 956 103, ამბროსი კეკელიძე -599 946 431