ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის ოცეულის როტაცია განხორციელდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში მსუბუქი ქვეითი ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს მნიშვნელოვანი დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა, მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცები საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.

ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გამართულ ღონისძიებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს მოადგილე, მესამე რანგის კაპიტანი, შარლ-ვიქტორ ორი და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ეროვნული გვარდიის მსუბუქი ქვეითი ოცეულის ჯარისკაცები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მეოთხე როტაციას ახორციელებენ. ქართული კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.

დღესვე, ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე საშტაბო ასეულის ახალწვეულთა ფიცის მიღების ცერემონია გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულში ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს