ვანო მაჭავარიანი - საზოგადოებაში ცვლილების მოთხოვნაა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სწორედ მამუკა ხაზარაძის მხრებზე გადაივლის

„საზოგადოებაში ცვლილების მოთხოვნაა. ეს ცვლილება ახალ პოლიტიკურ ლიდერს უკავშირდება. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სწორედ მამუკა ხაზარაძის მხრებზე გადაივლის,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა განუცხადა, რომელიც გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ის პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს.

მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ 2020 წელს იმ ცვლილების განხორციელებაში, რომელიც ქვეყანას სჭირდება, მამუკა ხაზარაძეს ბევრი ადამიანი დაუდგება გვერდით. მისივე თქმით, საზოგადოებას სწორედ ხაზარაძის ტიპის ლიდერი სჭირდება და არა წარსულის პოლიტიკოსი.

„საზოგადოებაში ცვლილების მოთხოვნაა. ეს ცვლილება ახალ პოლიტიკურ ლიდერს და ახალ პოლიტიკურ ხედვას უკავშირდება. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სწორედ მამუკა ხაზარაძის მხრებზე გადაივლის. იგი ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას შეძლებს, რომელიც საზოგადოებრივი მხარდაჭერით იქნება გამაგრებული. ცხადია, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, მაგრამ ეს იმ ცვლილებას მოემსახურება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად სჭირდება.

დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ძალიან ბევრი ადამიანი დაუდგება გვერდით იმ ცვლილების განსახურციელებლად, რომელიც აუცილებელია 2020 წელს. არ არის აუცილებელი, რომ ეს ადამიანები აქტიური პოლიტიკოსები იყვნენ. პოლიტიკაში მყოფი ძალიან ბევრი ადამიანი არ იყო წინა პლანზე წამოწეული, თუმცა თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და იზიარებენ ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი კრიზისიდან გამოყვანის ხედვას. ის, რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებდა საბანკო თუ ბიზნეს საქმიანობით, ქვეყანას გამოადგება. საზოგადოების მოთხოვნა სწორედ მამუკა ხაზარაძის ტიპის ლიდერს უკავშირდება და არა წარსულის პოლიტიკოსებს, როგორიც არიან ბიძინა ივანიშვილი, გრიგოლ ვაშაძე თუ სხვანი. ეს არ გულისხმობს იმას, რომ შემდგომში არ იქნება თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ ლიდერებთან თუ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც იზიარებენ ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ და ნორმალური განვითარების გზას და არა ერთ პიროვნებაზე აწყობილ სახელმწიფოს,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე შეფასებით, 2020 წელი საკმაოდ მძიმე იქნება, ვინაიდან „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს არაფრის დათმობა არ სურთ. მაჭავარიანის განცხადებით, სასამართლო და პროკურატურა სწორედ ამ ერთი ადამიანის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებიან.

„ძალიან მძიმე წელი გველის „ქართულ საზოგადოებას“. როგორც ჩანს, 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არაფრის დათმობა არ უნდა. ფაქტია, რომ სასამართლო და პროკურატურა ემსახურებიან ზუსტად ამ ერთი ადამიანის ძალაუფლების შენარჩუნებას. ივანიშვილმა იცის, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წელს ვერ მიიღებს უმრავლესობას და ცდილობს ოპონენტებზე ან შესაძლო პოლიტიკურ ლიდერებზე ყველანაირი მეთოდი გამოიყენოს, რათა პოლიტიკურ ბიზნესს თუ რაიმე საზოგადოებრივ აქტივობას საქართველოში ყველანაირი სურვილი დაეკარგოს. მამუკა ხაზარაძეს სჭირდება საზოგადოებრივი და პოლიტიკური მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს სწორედ ასეთი ცვლილებაა აუცილებელი,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა