არასრულწლოვანი, რომლის ჩვენების მიხედვითაც, გურჯაანში დაკარგული მამაკაცი მოკლეს, მისი გვამი კი დაანაწევრეს და სარწყავ არხში გადააგდეს, პოლიციას ჩვენების იძულებით მიცემაში ადანაშაულებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მამაკაცის დაკარგვის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს.

ომბუდსმენი საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ პოლიციამ ჩვენება იძულებით მიაცემინა. საუბარია არასრულწლოვანი ბიჭის ჩვენებაზე, რომელიც 34 წლის ვანო მახარაშვილის მკვლელობას, ხოლო მისი დანაწევრებული გვამის სარწყავ არხში გადაგდებას ეხება.

არასრულწლოვნის განმარტებით, პოლიციამ მისთვის სასურველი ჩვენება დაწერა და ხელი მოაწერინა, რის გამოც დახმარება სახალხო დამცველს სთხოვა.

ომბუდსმენის აპარატში განმარტეს, რომ არასრულწლოვანი პირის საქმეს სწავლობენ, შეხვდნენ მას და ყველა შესაბამის უწყბესთან აქვთ კომუნიკაცია.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირის გამოკითხვას ესწრებოდა სოციალური მუშაკი და თარჯიმანი, რადგან მოზარდს ქართულად გამართულად საუბარი და წერა არ შეუძლია.

საქმე ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრებ მამაკაცს, რომელსაც პოლიცია მე-6 დღეა ეძებს.

სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, თუმცა ცხედარი და სხვა რაიმე ფაქტი ვერ იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებისვე ცნობით, აქტიურად გრძელდება სამძებრო და სხვა საგამოძიებო სამუშაოები.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა