მარატ კულახმეტოვი - რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა  „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩი მარატ კულახმეტოვი. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება.

კულახმეტოვის თქმით, საქართველოს თანამშრომლობა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ამერიკასთან რუსეთის მხარის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრეაგირებთ. მეოთხე სამხედრო ბაზა, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზეა დისლოცირებული, რესპუბლიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხოლო რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო სამმართველო საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარს აკონტროლებს. ჩვენი თანამშრომლობის ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელთა და შესაბამისი სტრუქტურების კონტროლს ქვეშაა“, - განაცხადა კულახმეტოვმა.

მისი თქმით, 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული დასკვნები გამოტანილია. „მთავარია, რომ თერთმეტი წლის განმავლობაში „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მშვიდობაა, ადამიანებს არ ესმით სროლის ხმა, საღამოობით ქუჩაში ბევრი ხალხია, ბავშვები მშვიდად თამაშობენ. ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნა კულახმეტოვმა.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს