ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს „საპრეზიდენტო არჩევნები“ ტარდება

25 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება „საპრეზიდენტო არჩევნებს“ ატარებს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გარდა, ე.წ. საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნება რუსეთში.

მედიის ინფორმაციით, „არჩევნებს“ დააკვირდებიან რუსეთის ფედერალური კრების (პარლამენტის) ორივე პალატის დელეგაციები, ასევე სანკტ-პეტერბურგის სათათბიროს საგარეო კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს უკვე ჩავიდნენ სოხუმში, ასევე არაღიარებული „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაცია.

„საპრეზიდენტო არჩევნებში“ 9 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორისაა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა